მესენჯერ „ვაიბერის“ მუშაობაში მასშტაბური შეფერხება მოხდა

პოპულარული მესენჯერ „ვაიბერის“ (Viber ) მუშაობაში მასშტაბური შეფერხება მოხდა. ის პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს შეეხო. მობილური მოწყობილობები ინტერნეტს უკავშირდებოდა, მაგრამ შეტყობინებები არ იგზავნებოდა და მათი მიღებაც შეუძლებელი იყო.
„ვაიბერში“ პრობლემების არსებობა დაადასტურეს და მოკლე დროში მისი აღმოფხვრის პირობა დადეს. დაახლოებით ერთ საათში სერვისის წარმომადგენლებმა მუშაობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენის შესახებ განაცხადეს და ყველას ბედნიერი პარასკევი უსურვეს.
„ვაიბერი“ – სმარტფონების პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც ზარების განხორციელების, მოკლე შეტყობინებების, ასევე ფოტოების და ვიდეოების გაგზავნის საშუალებას იძლევა. კომპანიის ინფორმაციით, მისი მომსახურებით მსოფლიოში 460 მილიონი ადამიანი სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები