იოჰანეს ჰანი: საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, დააწყნაროს სიტუაცია
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მადლობა პირადად გადაუხადა. ჰანმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტი კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის სადარაჯოზეა და ცდილობს, დააწყნაროს სიტუაცია.
“მინდა პირადად მადლობა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს მისი ჩართულობისთვის. ის ცდილობს, დააწყნაროს სიტუაცია, ის არის, უპირველეს ყოვლის, კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის სადარაჯოზე. ის ყველაფერს აკეთებს, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი იყოს დაცული, ერთ-ერთი უმთავრესი გარანტია იმისა, რომ ქვეყანა იქნება აღქმული, როგორც თანაბარი პარტნიორი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის”, – განაცხადა ჰანმა.