სოზარ სუბარი: “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიხსენოს, როგორ და ვის ნიშნავდა მთავარ პროკურორად
ირაკლი შოთაძეს აქვს ძალიან მაღალი კომპეტენცია, რაც გამოჩნდა არაერთ ძალიან სწრაფად გამოძიებულ საქმეში, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიხსენოს, თუ როგორ და ვის ნიშნავდა მთავარ პროკურორად.
“რაც შეეხება პროცედურას, პირველად მოხდა, როდესაც საქართველოს ისტორიაში ღია, გამჭვირვალე არჩევნების გზით ხდება პროკურორის არჩევა. ოპონენტებმა, რომლებიც დღეს ამაზე ლაპარაკობენ, “ნაციონალურ მოძრაობას” ვგულისხმობ, გაიხსენონ როგორ და ვის ნიშნავდნენ მთავარ პროკურორებად და მერე ელაპარაკონ საზოგადოებას რაიმე კრიტიკულზე”, – განაცხადა სუბარმა.