ესპანეთის პრემიერმა შვილს პირდაპირ ეთერში თავში წამოარტყა – ვიდეო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ პირდაპირ ეთერში შვილს თავში წამოარტყა. ინცინდენტი ერთ-ერთ რადიოში მოხდა, სადაც პრემიერი დონეცკის „შახტიორის“ და მადრიდის „რეალის“ საფხბურთო მატჩს კომენტატორობდა.
სტუდიაში მარიანო რახოის ათი წლის შვილი ხუანი ჰყავდა მიყვანილი. გადაცემის მსვლელობისას წამყვანმა ბიჭს ჰკითხა, მოსწონს თუ არა ესპანეთში ცნობილი კომენტატორი მანოლო ლამა. ხუანმა კი მას უპასუხა: „უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ იმას არ ვიტყვით, რომ სრული ნაგავი იყო“.
სტუდიაში ყველას გაეცინა, მათ შორის პრემიერსაც, თუმცა მან შვილს უხეში გამოთქმისთვის თავში რამდენჯერმე წამოარტყა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები