ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი რამიშვილის პროცესზე მოსამართლემ დათო ტურაშვილი 200 ლარით დააჯარიმა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი რამიშვილის სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ მწერალი დათო ტურაშვილი სასამართლო დარბაზიდან გააძევა და 200 ლარით დააჯარიმა. ტურაშვილი პროცესზე ბრალდებულის მხარდასაჭერად მივიდა.
ტურაშვილმა მიმდინარე პროცესზე ბრალდების მხარეს განათლებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისინი პროცესზე მოუმზადებლები იყვნენ.
ამასთან, მისივე თქმით, იგი ფინანსური პრობლემების გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს.
ტურაშვილთან ერთად მოსამართლემ დარბაზი ბრალდებულის ადვოკატს ირმა ჭკადუასაც დაატოვებინა. ჭკადუას თქმით, მოსამართლე ყვირილით მიმართავდა დაცვის მხარეს და ამან გამოიწვია მისი საპასუხო რეაქცია. კერძოდ, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მან მოსამართლეს მოუწოდა, ნერვებზე ემკურნალა და ამის შემდეგ მოხდა მისი დარბაზიდან გაძევება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები