მსჯავრდებულებმა ტერაქტებში დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, მსჯავრდებულების ინიციატივით და სოციალური მუშაკების ორგანიზებით, თემაზე – „ტერორიზმი და თანამედროვეობა“ დისკუსია გაიმართა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, დისკუსიის მონაწილეებმა საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე იმსჯელეს, რომელსაც ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მსჯავრდებულებმა ტერორიზმის გამომწვევ მიზეზებზე, საფრთხეებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. დისკუსიის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თქმით, დაუშვებელია შერჩევითი სოლიდარობა. განხილვის დასასრულს, მსჯავრდებულებმა საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში მომხდარი ტერაქტების მსხვერპლთა ოჯახების მიმართ სოლიდარობა ნახატით დააფიქსირეს, რომელზეც დედამიწაა გამოსახული წარწერით: – “ჩვენ გვინდა მშვიდობა”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები