J Group Global საქართველოს ტყეების გადასარჩენად უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს განახორციელებს

საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში კონფერენცია – „საქართველოს ტყის ეკოსისტემების აღდგენა და მდგრადი მართვა” გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა.
სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, ისრაელის საერთაშორისო კომპანია J Group Global, (JGG) საქართველოს ტყეების გადასარჩენად უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს განახორციელებს. სპეციალურად შექმნილი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი ტყეების აღდგენისა და დაცვის სამუშაო გეგმას შეიმუშავებს, რომელიც სამეცნიერო კვლევებზე იქნება დაფუძნებული.
როგორც “კვირას” გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, პროექტში ისრაელისა და საქართველოს უნივერსიტეტების მეცნიერები და სტუდენტები ჩაერთვებიან. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კლიმატის ცვლილების, დაავადებული ხეების, ნიადაგებისა და ხის ჯიშების მეცნიერული შესწავლა მოხდება, შემდეგ კი ახალი ტყეების განაშენიანების პროექტი შეიქმნება.
კონფერენციას ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი და კომპანია J Group Global – ის ხელმძღვანელები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები