გიორგი მარგველაშვილი: ქალთა მდგომარეობაზე ზრუნვა ჩემი მუდმივი ძალისხმევის საგანია

„ქალთა მდგომარეობაზე ზრუნვა, მათი როლის წინ წამოწევა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა. ჩემი მუდმივი ძალისხმევის საგანია“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ქალთა მდგომარეობაზე ზრუნვა, მათი როლის წინ წამოწევა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი პოლიტიკაში მათი მონაწილეობის გაზრდა ჩემი მუდმივი ძალისხმევის საგანია. სწორედ ეს მიმაჩნია ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში შემაშფოთებელი მასშტაბით გამოვლენილ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის ყველაზე ეფექტიან გზად. ამ პრობლემისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ვითარების შეცვლის ამოცანების შესაბამისად, წლევანდელი წელი ქალთა წლად გამოვაცხადე. დღეს ჩვენ ხმას ვუერთებთ მსოფლიოს სხვა ხალხების ძალისხმევას, რათა ერთად გავაცნობიეროთ ძალადობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა მიზეზები. ჩვენ უნდა ვიფიქროთ გლობალურად, მაგრამ უნდა ვიმოქმედოთ ადგილებზე, იქ, სადაც ჩვენი პასუხისმგებლობის სივრცეა. ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმ პრობლემის დასამარცხებლად, რომელიც ერთნაირად შეურაცხყოფს როგორც უზენაეს საკაცობრიო ფასეულობებს, ასევე ჩვენი ქვეყნის წარსულსა და ტრადიციებს, საფრთხეს უქმნის თანამედროვეობასა და მომავალს“,-აცხადებს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები