ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირში ითხოვენ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები – დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ბრიუსელში, ევროკავშირში, ევროპარლამენტში ითხოვდნენ, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა – ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
პრემიერის განმარტებით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მინისტრებს თავად ევროკავშირში მიაწოდეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები – დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ბრიუსელში, ევროკავშირში, ევროპარლამენტში ითხოვდნენ, რომ საქართველომ არ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ჩემს მინისტრებს დაუდასტურეს, გაოცებულები ვართო. მათ პირდაპირ უთხრეს, კი მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქეები? – მაგრამ მათ უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლა. ამას რა უნდა დავარქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის. ეს ისე, ინფორმაციისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები