ირაკლი ღარიბაშვილმა ტონი ბლერს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
ტონი ბლერი ირაკლი ღარიბაშვილთან შესახვედრად თბილისს რამდენიმე საათით სტუმრობდა. იგი საქართველოს მთავრობის მეთაურის მოწვევით, დღეს საღამოს ეწვია.
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება, შეხვედრის მთავარი თემები იყო.
ტონი ბლერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ტონი ბლერმა საქართველო დატოვა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა და სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.
12242324_983759488334597_166638676_n 12243754_983759495001263_680455029_n 12243994_983759498334596_262279688_n                                                          12272569_983759491667930_1737953602_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები