ირაკლი სესიაშვილი ოპონენტებს პასუხობს: სირცხვილია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ოპონენტებს პასუხობს.
ირაკლი სესიაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სირცხვილია, როდესაც ისინი უშიშროების საბჭოს სხდომებს არ დასწრებიან, მოვლენები ნეგატიურად შეაფასო. თავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა უშიშროების დღევანდელი სხდომა დადებითად შეაფასა და ნაყოფიერი შეხვედრა უწოდა.
„სირცხვილია, როდესაც არ იცი, ამ საბჭოს სხდომაზე რა ხდებოდა და მაინდამაინც ნეგატიურ კონტექსტში აფასებ მოვლენებს. ეს შეხვედრა იყო, ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა უწყებამ გაცვალა ყველა ინფორმაცია მათი სადაზვერვო და მათი საქმიანობიდან გამომდინარე. ამასთანავე, ჩვენ ერთობლივად დავგეგმეთ, მათ შორის კოორდინირებულად, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სხვადასხვა უწყებებმა“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები