რიმა ბერაძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფრანგეთში დატრიალებული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისა და ფრანგი ხალხის თანაგრძნობის ნიშნად გახსნილ სამძიმრის წიგნში, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ ფრაქციის სახელით ჩანაწერი გააკეთა და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა.
„საფრანგეთში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა მთელი საქართვე ლო შეძრა. ეს მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია, რომელსაც ახსნა და გამართლება არ აქვს. ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ სახელით მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ფრანგ ხალხს და რამდენადაც ეს ახლა შესაძლებელია სიმხნევე ვუსურვო. საქართველო მთელს დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად გლოვობს და მჯერა, რომ ჩვენ ტერორიზმთან ბრძოლაში, ასეთივე ერთიანნი ვიქნებით“, – ნათქვამია სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში დილიდან საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, საელჩოს წარმომადგენლები და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი იმყოფებიან. სამძიმრის წიგნში ჩანაწერი საქართველოს პრეზიდენტმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ქვეყნისა და თბილისის მთავრობის წევრებმა, დედაქალაქის მერმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა უკვე გააკეთეს.