გოჩა ლორთქიფანიძე ფრანგ ხალხს უსამძიმრებს
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
გოჩა ლორთქიფანიძემ ფრანგ ხალხს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით თანაგრძნობა გამოუცხადა.
საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბრის ღამეს რამდენიმე ადგილზე ერთდროულად განხორციელებულ ტერაქტს, მთლიანობაში, 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.