თინათინ ხიდაშელი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცის მინისტრი მომავალ კვირას ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში მიემგზავრება.
ტოკიოში გამგზავრებამდე თინათინ ხიდაშელს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ რეზიდენციაში სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის იაპონიის დედაქალაქში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის დეტალების განხილვა იყო.
მხარეებმა იაპონიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მოაწერენ ხელს.
სამუშაო ვახშამზე თინათინ ხიდაშელმა იაპონიის ელჩს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებიცგააცნო. საუბარი შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები