აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
დეპარტამენტის წარმომადგენლის ჯონ კირბის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას პოლიტიკური შედეგი ექნება.
“შეერთებული შტატები სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს “რუსთავი 2″-ის საქმის, მისი შედეგების გამო მედიის პლურალიზმზე, პოლიტიკურ პლურალიზმზე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. ტელეარხის მენეჯმენტის შეცვლის მცდელობას სააპელაციო პროცესის დასრულებამდე ექნება ღრმა პოლიტიკური შედეგი. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრი უნდა წაახალისო და არა გააჩუმო. როგორც არაერთხელ განვაცხადეთ ამ საქმესთან დაკავშირებით, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიის მთავარი ფუნდამენტია და მას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებული, ევროატლანტიკური იტეგრაციისთვის. შეერთებული შტატების პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზეც ვთქვით და ამის შესახებ ჩვენმა ელჩმაც გაუგზავნა ეს მესიჯი პირადად და საჯაროდაც. არ მინდა, წინასწარ განვსაჯო, რა იქნება პოტენციური შედეგი აქ. ხაზს ვუსვამთ კვლავ, რომ გვინდა პოზიტიური შედეგი დავინახოთ საქართველოს ლიდერებთან ერთად. თუ ეს არ მოხდება, ნიშნავს, რომ წინ ვერ წავიწიეთ. გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ გაუმჯობესდეს ვითარება, ვიდრე დღესაა”, – აცხადებს ჯონ კირბი.