ელისაშვილი “ნაციონალებს”: თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააოკეთ იქ

“ჩანჩურა კაცი, უღირსი, უსინდისო და სამარცხვინო კაცი” – ამ ეპითეტებით საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “არჩევანში” მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მოიხსენია.
დეპუტატი 7 ნოემბრის მოვლენებთან პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ ხელისუფლებები წინა ხელისუფლებების შეცდომებზე ვერ სწავლობენ. საკრებულოს დეპუტატის კრიტიკა ქიბარ ხალვაშსაც შეეხო.
„2015 წელია, შე დალოცვილო, 2004 წელს რაღაც წაგართვეს, 11 წელი არქივში იჯექი, თუ რას შვებოდი,“ – ასე მიმართა ელისაშვილმა ქიბარ ხალვაშს.
„ჩვენ ვართ ხალხი, ვისაც აქ ცხოვრება გვინდა, გააჩერეთ ეს პროცესი, ნუ აჯანჯღარებთ, თორემ ჯანჯღარს გაჩვენეთ, არ გამოგვიყვანოთ ასი ათასობით ადამიანი. ორი კვირაა ვსაუბრობთ, აბა შევარდებიან, თუ არ შევარდებიან. ბებია თქვენისა რა, მოეშვით ამ ყველაფერს. ასევე, მინდა “ნაციონალურ მოძრაობას” მივმართო, თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააოკეთ იქ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები