„ვინც წამართვა ტელევიზია, დღეს ოდესაში ზის, ისევ არევას, ბრძანებების გაცემას ცდილობს“

ვინც წამართვა ტელევიზია, დღეს ოდესაში ზის, სამწუხაროდ, ისევ არევას, ბრძანებების გაცემას და თქვენს გამოყენებას ცდილობს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა განაცხადა.
დვალმა პროკურატურას მოუწოდა, რომ გაასაჯაროოს “რუსთავის 2”-ის საქმის მასალებში არსებული ინფორმაცია. ეს განცხადება მან სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “იქნებ მოვთხოვოთ პროკურატურას, რომ გაასაჯაროოს ის ინფორმაციები, რომელიც გამოძიებაში დევს. ძალიან საინტერესო მასალებია, ვინ რა გააკეთა, ვინ როგორ იმოქმედა, როგორ გაუშვეს გაკოტრებაზე, ვისი დავალებით და ასე შემდეგ. აღმოაჩენთ, რომ ის პირები, რომლებიც ოდესიდან გეგმებს აგზავნიან, მთავარი მონაწილეები არიან და არა ის ვიღაც კარსანიძე, რომელიც „შლოპანცებით“ ზის, საიდანღაც გამოიყვანეს და გადააფორმებინეს. ეს ადამიანი სრულიად არაფერ შუაშია. მე ვთქვა, რომ კარსანიძემ წამართვა ტელევიზია, სასაცილო იქნება, ვინც წამართვა ტელევიზია, დღეს ოდესაში ზის, სამწუხაროდ, ისევ არევას, ბრძანებების გაცემას და თქვენს გამოყენებას ცდილობს,”- მიმართა დავით დვალმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები