ქიბარ ხალვაში: გამარჯვებული ვარ, ცივილიზებული ფორმით გავიმარჯვეთ
გამარჯვებული ვარ იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია, სააკაშვილის ბრძოლის მეთოდისგან, რომელიც ყველაფერს ითვისებდა ტერორით, ძალადობით და შანტაჟით, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა დღეს “რედისონში” გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყოფილმა მფლობელებმა ტელევიზიის დასაბრუნებლად ბრძოლის ცივილიზებულ ფორმას მიმართეს.
„სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ გამოვაცხადე, რომ მე გამარჯვებული ვარ ამ საქმეში, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება და რა იქნება საბოლოო შედეგი, გამარჯვებული ვარ, იმიტომ, რომ ჩვენი ბრძოლის მეთოდი განსხვავებულია სააკაშვილის ბრძოლის მეთოდისგან, რომელიც ყველაფერს ითვისებდა ტერორით, ძალადობით და შანტაჟით. ჩვენ მივმართეთ ცივილიზებულ ფორმას, მივმართეთ სასამართლოს და სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი“, – განაცხადა ხალვაშმა.