აშშ-ს ელჩი საქართველოში “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ეხმაურება.
როგორც ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს.
“აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია “რუსთავი 2”-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა – მიჩუმდეს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რაც ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2” -ის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი, უფლებამოსილება შეუჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები