“გვარამიას, რომ ვუყურებ, სულ ძირმაგარა მახსენდება იმ სტადიაში, როცა აუტანელი ქავილის განცდა გაიძულებს ხელი დააჭირო, გამოადინო და განთავისუფლდე მისგან”
გვარამიას, რომ ვუყურებ, სულ ძირმაგარა მახსენდება იმ სტადიაში, როცა აუტანელი ქავილის განცდა გაიძულებს ხელი დააჭირო, გამოადინო და განთავისუფლდე მისგან, – ასე აფასებს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას განცხადებებს საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე. მანჯავიძე ფეისბუქის პირად გვერდზე “რუსთავი 2”-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა:
“ზნეობის სვეტი, ბუმბერაზი დავითაია, სიმართლის გუშაგი ბოკერია,უმწიკვლო ჩერგოლეიშვილი… სად შეიკრიბა ამდენი დიადი პიროვნება? და აი, თვით იგი, თავისუფალი სიტყვის მებაირახტრე, გმირი გვარამია.
მე ვერ ვიხსენებ ისეთ სიმამაცეს ისტორიაში, როგორიც მან გამოამჟღავნა, როცა თქვა, რომ თავიც მისია და ფეხებიც.
ეს ნათქვამი კოპერნიკის ცნობილ სიტყვებს მაგონებს კოცონთან.
“ის მაინც ბრუნავს”! თქვა კოპერნიკმა. “თავიც ჩემია და ფეხებიც”! – თქვა გვარამიამ.
მართალია, კოპერნიკი ჭეშმარიტებისთვის იბრძოდა, ხოლო გვარამია საკუთარი ანალურ-ორალურ ვნებებს იცავს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
გმირობა-გმირობაა.
ისე, გულწრფელ შეკითხვას დაგისვამთ, რა უნდა ვუყოთ ამ ხალხს?”, – წერს მანჯავიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.