ნიკა გვარამია: რევაზ საყევარიშვილი ამ ტელეკომპანიაში ვერ მოხვდება ვერასდროს

დაცვის ფორმები თქვენი წარმატებული მენეჯერის, რევაზ საყევარიშვილისგან, ჩვენ არ გვჭირდება, ის ამ კომპანიაში ვერ მოხვდება ვერასდროს – ასე უპასუხა ტელეკომანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის კითხვას – რა ფორმით მოხდება ტელეკომპანიის დაცვა.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები და თავად ის, თავიანთი ნებით ტელეკომპანიის დატოვებას არ აპირებენ.
“დაცვის ფორმები თქვენი წარმატებული მენეჯერის, რევაზ საყევარიშვილისგან, ჩვენ არ გვჭირდება. ის ამ კომპანიაში ვერ მოხვდება ვერასდროს. შეუძლია მიაკითხოს თავის “ალმა-მატერს”, ტელეკომპანია “იმედს”, რომელიც ძალიან დავალებულია მისგან დაბალი რეიტინგითა და დაბალი შემოსავლებით. ჩვენ ამ ტელეკომპანიის დატოვებას ჩვენი ნებით არ ვაპირებთ. ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც სურს ქართველ ტელემაყურებელს, როგორც მივიჩნევთ სწორად და როგორც გვაძლევს უფლებას საქართველოს კონსტიტუცია. არავინ და არაფერი არ დგას კონსტიტუციაზე მაღლა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ეგონოს, რომ ეგ და ურთმელიძე კონსტიტუციაზე მაღლა დგანან, მაგრამ ურთმელიძის დედის ნაჯახით მოსულები, ამავე ნაჯახით დაიღუპებიან. საქართველოს კონსტიტუცია არის მთავარი გარანტი ჩვენი ხელშეუხებლობის, ჩვენი თავისუფლების. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ისე, როგორც აქამდე ვმუშაობდით. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, მობრძანდით და მიიღეთ ზომები”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები