ნიკა გვარამია: ამ შენობიდან არ გავალ, მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია, რომელიც როგორც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, არხის დირექტორი არ არის, “რუსთავი 2”-ის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
“ვინც არ უნდა გადამაყენოს, მე ვიცავ აქ მყოფი ადამიანების უფლებებს, მე ამ შენობიდან არ გავალ! მობრძანდით და დამატოვებინეთ შენობა იძულებით”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.