“რუსთავი 2″–ის შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები იკრიბებიან
ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, მხარდამჭერები და მოქალაქეები იკრიბიბებიან. ადგილზე უკვე იმყოფება რამდენიმე ათეული ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.