ქიბარ ხალვაში, დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე და რევაზ საყევარიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებენ
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში, ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე რევაზ საყევარიშვილი საგანგებო განცხადებას ხვალ გააკეთებენ.
ჯერჯერობით უცნობია, სად და რომელ საათზე გააკეთდება ტელეკომპანია “რუსთავი 2″–თან დაკავშირებით საგანგებო განცხადება.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელევიზიის დროებით მმართველად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა, არხის მოქმედ მენეჯმენტს კი უფლებამოსილება შეუჩერდა.