სურსათის ეროვნული სააგენტო რუსთავის სკოლის მოსწავლეთა ინტოქსიკაციის გამომწვევ მიზეზებს სწავლობს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სკოლის მოსწავლეების ჯგუფური ინტოქსიკაციის შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ინფორმაციის მიღებისთანავე შეისწავლეს რუსთავის მე-14 საჯარო სკოლის ბუფეტში არსებული ვითარება, დაადგინეს მიმწოდებელი ბიზნესოპერატორის ვინაობა, დგინდება დეტალები, რომლის შედეგებიც დამატებით ეცნობება საზოგადოებას. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები. სააგენტო ასევე მიმართავს მოსახლეობას, ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლოვ დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს „ცხელ ხაზს“: 291 91 68.