საპარტნიორო ფონდში IBRD-ის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს

საპარტნიორო ფონდში ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ბანკის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ აღნიშნა, რომ კმაყოფილია საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით და განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია ამაყობს ნენსკრა ჰესის პროექტში ჩართულობის გამო. მხარეებმა განიხილეს რამდენიმე პროექტი, რომლებშიც საპარტნიორო ფონდი IBRD-ის ჩართულობას განიხილავს. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და IBRD-ის დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ კონკრეტულ პროექტებში პოტენციურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები