კიბერუსაფრთხოების ბიუროს რაულ რიკი ეწვია

კიბერუსაფრთხოების ბიუროში სამუშაო ვიზიტით ესტონელი კიბერექსპერტი, რაულ რიკი იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ კიბერუსაფრთხოების ბიუროდან აცნობეს, რაულ რიკის უშუალო მონაწილეობითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, 2013 წელს თავდაცვის სამინისტროს კიბერსფეროს „განვითარების გეგმა“ შეიქმნა.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ, სტუმარს ბიუროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ესტონელი ექსპერტი ბიუროს სამომავლო გეგმებსა და განვითარების პროექტს გაეცნო და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. შეხვედრა კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის პროფესიული განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები