საკონსულტაციო კომპანია BDO-ს სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევასთან დაკავშირებით საპარტნიორო ფონდისა და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, კვლევა მოიცავს როგორც, ზოგადად, რაჭის, ასევე უწერის, შოვის, შაორის და სხვა ტურისტული ადგილების განვითარების შესაძლებლობებს. კვლევის შედეგად მომზადდება რეგიონის განვითარების კონცეფცია, რომლიც მიზნად ისახავს რაჭაში რამდენიმე თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტის განვითარებას.
BDO არის საერთაშორისო აუდიტორული ქსელის წევრი კომპანია. 1328 – ზე მეტი ოფისით იგი წარმოდგენილია 151 ქვეყანაში. BDO აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიების მსოფლიო ხუთეულში შედის. საპარტნიორო ფონდი და საკონსულტაციო კომპანია BDO-ს რაჭის საკურორტო ზონის განვითარების კონცეფციაზე მუშაობას 2015 წლის ბოლომდე დაასრულებს.