გოგა ხაჩიძე “ნაციონალებს“ მიმართავს: რა გინდათ, რამ გაგამწარათ?!
ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის“ ერთ-ერთი წევრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ცენტრის სახელის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა “კავკასუს ონლაინში“დომენი girchi-ge საკუთარ თავზე დაირეგისტრირეს.
“როგორც კი საზოგადოებამ გაიგო, რომ ჩვენ დავირქვით “გირჩი“, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გაიქცნენ “კავკასუსში“ და დომენი girchi-ge დაირეგისტრირეს თავის თავზე, რომ ჩვენ არ ავიღოთ, რა გინდათ, რამ გაგამწარათ“? – მიმართავს გოგა ხაჩიძე ყოფილ თანაპარტიელებს.
ქუთაისში “ახალი პოლიტიკური ცენტრის -„გირჩის” ოფისი დღეს გაიხსნა. “ახალი პოლიტიკური ცენტრის” ხელმძღვანელებმა დღეს მედიას ცენტრის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.