ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ევალდას გუსტასმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ასევე, ისაუბრეს საქართველო-ლიტვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლზე და იმედი გამოთქვეს, რომ ის ხელს შეუწყობს არსებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. ოფიციალურ სადილს საქართველოსა და ლიტვის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დასრულდა.