დავით ბაქრაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე იმყოფება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე იმყოფება.
უწყებიც ინფორმაციით, ვარშავის ფორუმი 2015 ორდღიანია და მის მუშაობაში ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების ოფიციალური პირები, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისა და მედიის, ასევე, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტები მონაწილეობენ.
ფორუმზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე მსჯელობენ.