გიგი გიგიაძე საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ვიშეგრადის ოთხეულის (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი) საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკური დირექტორები თბილისს რეგიონალური ტურნეს ფარგლებში სტუმრობენ. მხარეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფს შორის არსებულ ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე.

გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ვიშეგრადის ჯგუფის საქართველოსთან თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. პოლიტიკურმა დირექტორებმა დაადასტურეს თავიანთი ქვეყნების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკურმა დირექტორებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები