ზურაბ აბაშიძე “ვიშეგრადის ოთხეულის” საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებს შეხვდა

საქართველო–რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები იყო განხილვის მთავარი თემა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და „ვიშეგრადის ოთხეულის” საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების შეხვედრაზე.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა. საუბარი შეეხო საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან არსებულ პრობლემებს და განიხილეს ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმიმათი ქვეყნების უცვლელი მხადაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები