ზვიად კვაჭანტირაძე აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაზე: შეფასება არის სრულიად ადეკვატური

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია მედიათავისუფლებისადმი დამოკიდებულება. ზვიად კვაჭანტირაძე დეპარტამენტის განცხადებას დადებითად აფასებს და მას ადეკვატურად მიიჩნევს.
“ჩემი აზრით, შეფასება არის სრულიად ადეკვატური. ფაქტია, რომ საზოგადოება ჩვენთან, ალბათ, გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო და უფრო დაღვინდა და ნათლად ხედავს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟის ატეხვა სამართლებრივ საკითხებზე უბრალოდ არ ღირს, მით უმეტეს, რომ შეიძლება ითქვას, პროცესი დასრულებული არ არის. დაკვირვება არა მარტო ჩვენს მეგობრებს მართებთ გარედან, არამედ ამ პროცესებს ჩვენი საზოგადოებაც უნდა დააკვირდეს და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მედიის თავისუფლებას რაიმე საფრთხე არ შეექმნას”,- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები