აჭარის მთავრობა ხელვაჩაურის მოსახლეობის საპროტესტო აქციას პასუხობს
აჭარის მთავრობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების, კირნათისა და მარადიდის მოსახლეობის საპროტესტო აქციას პასუხობს.
როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ხელვაჩაურის გამგეობამ 211 ოჯახს მიწა დაუკანონა და კომპანია “აჭარ-ენერჯი 2007”-ის წარმომადგენლებს კომპენსაციის დროულად გაცემის მიზნით ინფორმაცია გადასცა.
“სოფელ მაჭახლის პირას მცხოვრები ოჯახების მიწის ნაკვეთები შეისწავლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მოქმედმა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი. მოკვლევა კომისიამ დაასრულა 20 დღის წინ. კომისიამ სულ შეისწავლა 297 მიწის ნაკვეთი, აქედან 211 დაუკანონდა მიწის ნაკვეთები, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია გადაეცა “აჭარ-ენერჯი-2007″-ის წარმომადგენლებს, რათა დროულად დაიწყოს კომპენსაციების გაცემა. 86 – მიწის ნაკვეთი არ დაკანონდა, რადგან კანონთან წინააღმდეგობაში მოდიოდა, რადგან საკომპენსაციო სიაში ვერ შევიდოდა ოჯახები, რომლებიც არ იყო მიწით მოსარგებლე ან ჰესების არეალში მდებარე. ამ ეტაპზე აღნიშნული ოჯახები არ აპროტესტებენ ამ ფაქტს. დარჩენილია გარკვეული ტიპის ტექნიკური სამუშაოები, მათ შორის ელექტრონული რუქის დამზადება, რის შემდეგაც კომპანია ცალკე შეისწავლის გამგეობის შუამდგომლობით გადაცემულ სიას. შემდეგ კი დაიწყება ოჯახებზე კომპენსაციების გაცემა. პროცესი თვის ბოლომდე გაგრძელდება. რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას, კომპანიის წარმომადგენლებმა პირობა დადეს, რომ უახლოეს მომავალში დაიწყებენ სამუშაოებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” ახორციელებს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – კირნათისა და მარადიდის მოსახლეობამ დღეს კომპენსაციებისა და გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით გზა გადაკეტა.