ხატია დეკანოიძე უკრაინის ეროვნულ პოლიციას უხელმძღვანელებს

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი და პოლიციის აკადემიის ყოფილი ხელმძღვანელი, უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა.
აღნიშნულ პოსტზე ხატია დეკანოიძე უკრაინის შს მინისტრმა არსენი ავაკოვმა წარადგინა. უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დეკანოიძის კანდიდატურა უკვე დაამტკიცა. ხატია დეკანოიძე უკვე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს. პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა, უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგელკომ TWITTER- ზე გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები