რომეო საჯაია დათა ახალაიასთან საუბარს ადასტურებს

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებულ ფარულ, ახალ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ამჯერად კუდის ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაია და ადვოკატი რომეო საჯაია მხარდამჭერთა მობილიზაციაზე საუბრობენ, საჯაია პირველ კომენტარს აკეთებს.
ადვოკატი ახალაიასთან საუბარს ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია.
მისივე თქმით, ჩანაწერი ფაბრიკაცია და დამონტაჟებული რომ არის ეს დასტურდება იმით, რომ დათა ახალაიას სურათის ნაცვლად ჩანაწერს ბაჩო ახალაიას სურათი ადევს.
„ამ ჩანაწერების ნაწილი არის ფაბრიკაცია და დამონტაჟებული. ფაბრიკაცია და დამონტაჟებული რომ არის და ნაჩქარევად გაკეთებული ამას ადასტურებს ის, რომ იძახიან, რომ მე ვესაუბრებოდი დათა ახალაიას და ასეთ დროს ბაჩო ახალაიას სურათი ადევს. რაც შეეხება ზოგადად ჩემს დამოკიდებულებას, – დიახ მე ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს, დღესაც მოვუწოდებ, რომ ამ ქვეყანაში დავიცვათ სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები