რუსთავში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

რუსთავის საკრებულოში მე-17 სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. სხდომა, რომელიც 11 საათზე დაიწყო, ხმაურიან გარემოში 2 საათს გაგრძელდა.
დეპუტატებს 21 საკითხი უნდა განეხილათ. ძირითადი თემები სოციალურ საკითხებს, ააიპ-ების განკარგულებებში ცვლილებებს და ბიუჯეტიდან თანხის დამატებებს ეხებოდა.
სხდომაზე თავდაპირველად ხმაური მეორე საკითხმა (რომელიც მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების განკარგულებაში ცვლილებას ეხებოდა) გამოიწვია.
ტრადიციულად ერთმანეთს ფრაქცია “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაუპირისპირდნენ. ხმაურის გარეშე არც მომდევნო საკითხებს ჩაუვლია, კამათი ხშირად სცდებოდა დღის წესრიგში არსებულ საკითხს და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს განვლილ ცხოვრებას და გაკეთებულ თუ გასაკეთებელ საქმეებს ახსენებდნენ. მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, საკრებულოს წევრებმა საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

წყარო: “ინფო რუსთავი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები