ნიკა გვარამია ჩანაწერში თემურ ჯანაშიაზე საუბრის მონაკვეთს ადასტურებს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თითქმის ხუთსაათიანი დაკითხვა ე.წ. მოდულის შენობაში დასრულდა.
გვარამია უწყებაში დასმულ შეკითხვებზე დეტალურად ვერ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ დაკითხვა იმ აუდიოჩანაწერებს შეეხებოდა, რომელიც გავრცელდა.
გვარამიამ დაადასტურა, ჩანაწერში თემურ ჯანაშიაზე საუბრის მონაკვეთი მისი თქმით, ჯანაშიას ესაუბრა პირადი დაცვის შესახებ, რომელიც შემდეგ არ აუყვანია.
მისივე თქმით, თემურ ჯანაშიას მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით იცნობდა და სააკაშვილს ამ თემაზე სწორედ ამ მოტივით ესაუბრა.