უჩა ნანუაშვილი ფარული ჩანაწერების გამავრცელებელი საიტების დაბლოკვას ითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ფარული ჩანაწერების გამავრცელებელი საიტების ბლოკირებას ითხოვს. ომბუდსმენმა აღნიშნულ საკითხზე მედიის წარმომადგენლებთან დღეს ისაუბრა.
„გარკვეული კადრების შეზღუდვა უნდა მოხდეს, რომ არ გავრცელდეს, თუნდაც ბლოკირება გარკვეული საიტების. ეს იმისთვის, რომ ავიცილოთ გარკვეული სახის მასალების არამართლზომიერად გამოყენება და ტირაჟირება. აუცილებელი არის ეფექტური გამოძიების ჩატარება. სამწუხაროდ, დღემდე პირველ კადრებთან დაკავშირებით გამოძიების რაიმე კონკრეტული შედეგი არ არსებობს და ეს, სამწუხაროდ, ხელს უწყობს იმას, რომ რეალურად გრძელდება პროცესი. უნდა შემოწმდეს, არის თუ არა ავთენტური ეს ჩანაწერები. ასევე აუცილებელი და მნიშვნელოვანია შემოწმდეს, როგორ გავრცელდა ეს ამ ჩანაწერები”, – აცხადებს ნანუაშვილი.