პაატა ზაქარეიშვილი: გვინდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობის უფლებების დაცვას მივაღწიოთ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება.
აღნიშნული განცხადება ზაქარეიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი შეხვედრის მეორე სესიაზე გამოსვლისას გააკეთა.
“გვინდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოსახლეობის უფლებების დაცვას მივაღწიოთ როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო ჭრილში.
საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გარკვეული ხედვა, მოსაზრებები, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი.
ასე, რომ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, გვქონდეს მეტი გახსნილობა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები