საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა

“საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა”,-აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
როგორც ჟურნალისტებს მინისტრმა სასტუმრო “რედისონში” განუცხადა, ავადობა მაღალია საქართველოს რეგიონებშიც.
“სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ საქართველოში ავადობა ისევ მაღალია. ასევე გამოჩნდა, რომ ბოლო კვლევის შემდეგ დაავადების რაოდენობამ მოიმატა. ამის გათვალისწინებით აღნიშნული პროგრამა, მართლაც, უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, C ჰეპატიტის სამკურნალო ყველაზე მოკლე კურსი 12- კვირიანია და მისი საბაზრო ღირებულება 84 ათასი დოლარს შეადგენს, რითაც ამ ეტაპზე უკვე 5 ათასზე მეტი ადამიანი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები