არქიტექტურის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი: „პანორამა თბილისზე“ კარგი შეხედულება მაქვს

დიმიტრი მოსულიშვილი, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს უხელმძღვანელებს, აცხადებს, რომ “პანორამა თბილისის“ პროექტზე კარგი შეხედულება აქვს.
ამის შესახებ მოსულიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“პანორამა თბილისზე“ კარგი შეხედულება მაქვს. დეტალებს მოგახსენებთ, როდესაც უკვე შევუდგები მუშაობას”, – აღნიშნა მოსულიშვილმა.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დიმიტრი მოსულიშვილი უხელმძღვანელებს. აღნიშნული კანდიდატურა, კონკურსის საფუძველზე, კომისიამ შეარჩია და დღეს გამართულ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობას დასანიშნად თბილისის მერმა წარუდგინა. ასევე, ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კარლო ლაფერაძე დაინიშნა, ხოლო ტექნოლოგიური განვითარების ფონდს კახაბერ გვანცელაძე უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები