მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროცესში ჩართულმა უწყებებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ სამუშაო შეხვედრა შედგა.
შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა და მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, 35 მუნიციპალიტეტისა და გუბერნიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს მაღალმთიან რეგიონებში ფიზიკური პირისთვის მუდმივად მცხოვრების სტატუსის მინიჭება, შეწყვეტა, შეჩერებისა და აღდგენის პროცესების წარმოების საკითხები.
კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ 2015 წლის 16 ივლისს დაამტკიცეს და 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ახალი რეგულაციების მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლეობის აღრიცხვა და შესაბამისი ელექტრონული რეესტრის წარმოება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უნდა განახორციელოს. ამასთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას უკვე დაევალა ცალკეული ღონისძიებების განხორციელება, რათა დროულად მოხდეს პირველადი რეესტრის შესაქმნელად საჭირო მონაცემების ფორმირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები