დავით სერგეენკო: ჟურნალისტებს იარაღად იყენებენ

“ჟურნალისტებს ამ შემთხვევაში იყენებენ იარაღად იმისათვის, რომ შეიქმნას ერთგავარად არეულობის განცდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქალაქო სასამართლოს მიერ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, ჟურნალისტებმა შეუფერხებლად, დამოუკიდებლად და პროფესიონალურად იმუშაონ.
“მთავარი, ჩემი აზრით, არის ის, რომ მედიამ, ჟურნალისტებმა იმუშაონ შეფერხების გარეშე, დამოუკიდებლად, პროფესიონალურად. რაც შეეხება ქონებრივ დავებს, უნდა მივანდოთ სასამართლოს.
მინდა გამოვთქვა ჩემი გულისტკვილი იმაზე, რომ ჟურნალისტებს ამ შემთხვევაში იყენებენ იარაღად იმისათვის, რომ შეიქმნას ერთგვარად არეულობის განცდა, რისი საფუძველიც არანაირად არ არსებობს”,- დასძინა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები