„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ” კონფერენცია გაიმართა
სასტუმრო “როიალ ბატონში” “რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ” ახალი კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ და შვედეთის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლებმა ახალი კანონპროექტი გააცნეს. დოკუმენტი შვედი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით შემუშავდა და რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 15 – წლიან სტრატეგიას და 5 – წლიან სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. კანონპროექტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს ქვეყანაში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას. შეხევდრას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის – CENN წარმომადგენლები ესწრებოდნენ.