ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები – გივი თარგამაძე და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. გივი თარგამაძესა და ნუგზარ წიკლაურს, სავარაუდოდ, გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაჰკითხავენ, სადაც ისინი “რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს ესაუბრებიან. ჯერჯერობით უცნობია, როდის არიან დეპუტატები დაბარებულები სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები