მანანა კობახიძე: იჩივლოს სააკაშვილმა და გამოიძონ მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ვინ ავრცელებს ამ ჩანაწერებს?!

 

იჩივლოს სააკაშვილმა, თავისივე მეგობრებს სთხოვონ, აბა გამოიძონ მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ვინ ავრცელებს ამ ჩანაწერებს?! – ამის შესახელ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ სააკაშვილის უფლებები ირღვევა უკრაინული მედიასაშუალებით, მიმართოს უკრაინის პრეზიდენტს და გამოიძიონ ვინ ავრცელებს ჩანაწერებს.

„მგონი, ადეიშვილიც იქ არის და საყვარელიძეც, მაღალი რანგის „პროფესიონალები“ ხომ მიიწვია პოროშენკომ. დაწეროს, იჩივლოს სააკაშვილმა, თავისივე მეგობრებს სთხოვონ, აბა გამოიძონ მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ვინ ავრცელებს ამ ჩანაწერებს?! თუ მათი უფლებები ირღვევა, მოსთხოვონ საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას გამოიძონ. დარწმუნებული ვარ, უკვე ყველაფერს პასუხი გაცემული აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები