ხვალ ნუგზარ წიკლაურს, კობა ხაბაზს და გივი თარგამაძეს დაკითხავენ

 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები გივი თარგამაძე, ნუგზარ წიკლაური და კობა ხაბაზი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც „კვირას“ ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, იგი დაკითხვაზე 4 ნოემბერს დღის 12:00 საათზეა დაბარებული.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღის განმავლობაში დაიკითხებიან კობა ხაბაზი და გივი თარგამაძე.

გივი თარგამაძეს, კობა ხაბაზს და ნუგზარ წიკლაურს დღეს გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები