ალი ბაბაევი: გაიხსენონ „ნაცებმა“, 9 წლის განმავლობაში სასამართლოებს როგორი განაჩენი გამოჰქონდათ

საქართველოში აზერბაიჯანელების ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე უკრაინული სააგენტოს მიერ აუდიოჩანაწერების გავრცელებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობა“ საქართველოს მოსახლეობაში არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს. ბაბაევი „ნაციონალურ მოძრაობას“ 9 წლიან მმართველობას ახსენებს და მათ ლობისტებს მოუწოდებს, რომ მათ დაცვას თავი დაანებონ.

„საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნება უნდა დავირაზმოთ ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ ბანდის წინააღმდეგ. მათ 9 წლის განმავლობაში რა დანაშაულებებიც ჩაიდინეს, ეს არის მათი ქართული ფაშიზმი. ზოგი გაქცეულია, ზოგი საქართველოშია და ისინი საქართველოში არეულობას გეგმავენ. აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბოლო დროს უკრაინული მედიასაშუალებით გავრცელდა, ძალიან ცუდი მანიშნებელია ქვეყნის არეულობისთვის, ძლივს დაწყნარდა საქართველოს მოსახლეობა, ქვეყანაში მიმდინარეობს ძალიან ბევრი საინტერსო ინფრასტრუქტურული პროექტები, ადამიანები გათავისუფლდნენ სტრესისგან, „ნაციონალური მოძრაობის“ წნეხიდან გათავისუფლდა ბიზნესი, მიმდინარეობს ქვეყნის მშენებლობა და ხალხს ძლივს იმედი ჩაესახა, ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქვეყანაში სიტუაციას ძაბავენ და პროვოკაციებს აწყობენ.

მივმართავ სააკაშვილისა და მისი ბანდის ევროპელ მფარველებს, 2008 წელი არ ჰყოფნის ჩვენს ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობას, როდესაც დიდი უბედურება დაატყდა თავს? სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობის შედეგია, რომ დღეს საქართველოს 20 პროცენტი რუსეთმა დაიტაცა. ახლა რა უნდათ? კიდევ უნდათ საქართველოში სისხლი დაიღვაროს? ვურჩევ მათ ლობისტებს ევროპაში, თავი დაანებონ „ნაციონალური მოძრაობის“ დაცვას ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ალი ბაბაევმა.

საქართველოში აზერბაიჯანელების ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა. ბაბაევი აღნიშნავს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დაუბრუნდა პატრონს, რომელიც წლების წინ ქიბარ ხალვაშს „ნაცებმა“ წაართვეს.

„გაიხსენონ ნაცებმა, 9 წლის განმავლობაში სასამართლოებს როგორი განაჩენი გამოჰქონდათ, ხალხი ხმას ვერ იღებდა. გასაჩივრებასაც კი ვერ ბედავდნენ. სასამართლო წნეხისგან გათავისუფლდა და დღეს, კი ნაცები ამბობენ, რომ ურთმელიძის განაჩენი უსამართლოა. კიდევ როგორ ან რატომ ლაპარაკობენ ნაცები ქართველი ხალხის სახელით?!“- აღნიშნავს ალი ბაბაევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები